საპარლამენტო ოპოზიცია განმარტებას ითხოვს, თუ რაში დაიხარჯება პარლამენტის დაზოგილი თანხები.
ეს მოთხოვნა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტის განხილვისას გააჟღერა.
ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტის განხილვის დაწყებამდე პარლამენტის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლიდან კიდევ უფრო შემცირდება. როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს პარლამენტნმა მოახერხა 2 მილიონ 456 ათასი ლარის დაზოგვა.
"როდესაც ჩვენ სამთავრობო უწყებებს მოუწოდებთ თანხების ადზოგვაზე, კარგი მაგალითია ის თუ ჩვენ თავად ამ თანხას როგორ ვზოგავთ" - განაცხადა მელიქიშვილმა.
ოპოზიცია დაინტერესდა კონკრეტულად რაში მოხდა თანხის დაზოგვა და სად მიიმართება ეს თანხები. ვეფხვაძის კითხვის საპასუხოდ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ვეფხვაძე არის ხაზინადართა საბჭოს წევრი და მან უნდა იცოდეს საიდან იზოგება და რაში მიიმართება თანხები.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს თანხები დაიზოგება ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯებიდან. მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა სხდომათა დარბაზის რეკონსტრუქციას, თუმცა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პარლამენტი უპრიანად მიიჩნევს დარბაზის რეკონსტრუქციის ნაცვლად თანხა უფრო საჭირო სფეროს მოხმარდეს.