ევროკომისიის ენერგეტიკული პროგრამა "INOGATE"-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის განხილვის მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სამინისტროს, ევროკომისიის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენელი, პროგრამა "ინოგეიტის" სამუშაო ჯგუფის წევრები და მოწვეული ექსპერტები, ენერგეტიკული კომპანიების და სააგენტოების ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
შეხვედრაზე განიხილეს "INOGATE"-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო და მიმდინარე პროექტები, რომლებშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული. აღნიშნული პროექტები ძირითადად მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციისაკენ და ინვესტიციების მოძიების ხელშეწყობისაკენ.
პროგრამა "INOGATE" (ინოგეიტი) წარმოადგენს რეგიონში ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელსაც ევროკომისია ახორციელებს 1999 წლიდან. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ევროკავშირის მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნვლყოფით