კოალიცია გაწელილი ომისათვის უნდა მოემზადოს. ეს აღიარება ლონდონში გააკეთეს და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საბოლოო სტრატეგია მოკავშირეებს ლიბიასთან მიმართებაში არ გააჩნიათ. ამასთან ერთად ეს მოულოდნელი ვერსია გაჟღერდა იმის ფონზეც, რომ კოალიციის წევრებს შორის არც ლიდერობის საკითხშია შეთანხმება მიღწეული.
იმ საფრთხის არსებობის შესახებ, რომლის მიხედითაც ბრიტანეთი და ოპერაციაში ჩართული მოკავშირეები შესაძლოა საკმაოდ დიდი ხნიუს მანძილზე შეიძლება იყვნენ ჩართრეულნი "ჩახლართულ სიტუაციაში" ლიბიასთან დაკავშირებით, პირველი განცხადება მმართველი, კონსერვატული პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
"ეს შეშფოთებები კი კიდევ უფრო დაადასრურეს მთავრობაში", - წერს "The Daily Mail"-ი. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მინისტრმა შეიარაღებული ძალების საკითხებში ნიკ ხარვიმ კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს ლიბიის ოპერაცია, განაცხადა: "რამხელა სიგრძისაა ბაწარი? ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს. ჩვენ არც ის ვიცით, შევა თუ არა ეს სიტუაცია ჩიხში. ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენად იქნება შემცირებული მუამარ კადაფის შესაძლებლობები. კიდევ მკითხეთ ამის შესახებ ერთი კვირის შემდეგ".
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ასევე მიანიშნა ჟურნალისტებს იმაზე, რომ რაღაც კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. "ჯერ ჯერობით ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ყველაფერი სიტუაციის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. პირადად მე მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში საერთო არ შეიძლება რაღაც დროის ჩარჩოების დადგენა", _ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ "ქვეყანა საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება" - ეს კი, მისივე თქმით, დამოიკიდებული იქნება იმაზე თუ როგორი რეაგირება ექნებათ ყოველივე ამაზე თავად ლიბიელებს - ამბლოხებულებსაც და კადაფის ჯარებსაც".
ნიკ ჰარვიმ განაცხადა ასევე ისიც, რომ პერქპექტუვაში ასევე არის შესაძლებლობა იმისა, რომ საქმე მხოლოდ საფაერო დარტყმებით არ შემოიფარგლოს. მისივე თქმით შესაძლოა ლიბიაში სახმელეთო ჯარების გაგზავნაც გახდეს საჭირო.
მსგავსი განცხადებები საგანგაშოა კიდევ იმის გამოც, რომ მწვავედ დგას კოალიციაში მონაწილეობის ფინანსური საკითხი კოალიციაში შემავალი ყველა ქვეყნისათვის. მაგალითად, დიდი ბრიტამნეთი გაზეთ "დეილი ტელეგრაფის" ინფორმაციით, ყოველდღიურად, 3,2, მილიონ ფუნტს მხოლოდ ლიბიის თავზე დაწესებული არასაფრენი ზონის პატრულირებაში ხარჯავს. იარაღის გამოყენება კი კიდევ უფრო ძვირი დაჯდება.