ბრიუსელში ნატომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც საქართველომ მომდევნო წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
ალიანსი დაინტერესებულია, რომ საქართველოში 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარდეს. ასევე საქართველოში გატარდეს რეფორმები რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების, კონკრეტულად კი დამოუკიდებელი მედიის ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ამავე განცხადებაში, რომელიც ნატომ დღეს გამოაქვეყნა საუბარია ასევე სიტუაციაზე ოკუპირებულ რეგიონებში და ნატო შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონებში არსებული სიტუაციის გამო და ის მოუწოდებს ყველას, რომ შესრულებული იყოს ყველა ის საერთაშორისო ვალდებულება რომელიც მხარეებმა _ რუსეთმა და საქართველომ აიღეს სწორედ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.
აღნიშნულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სასურველია თუკი 2010 წლის განმავლობაში მოხდება თავდაცვის უწყებაში რეფორმების გაგრძელება ანუ ფინანსების ხარჯვაზე კონტროლის გამკაცრება და ამ ფინანსების უფრო მიზნობრივად ხარჯვა და ასევე ადამიანური რესურსების უფრო მიზნობრივად გამოყენება.