აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელებს შეერთებულ შტატებში დარჩენის უფლება საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე მიეცემათ.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, დაუშვებდა თუ არა ის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ უკრაინელებს ქვეყანაში დარჩენას რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე, რაზეც მან დადებითად უპასუხა.
„მე ვფიქრობ, რომ კი. ჩვენთან უკრაინიდან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და ჩვენ მათთან ვმუშაობთ“, - თქვა მან.