საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა რამდენიმე ელჩისგამ რწმუნებათა სიგელების ასლები მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ნალბანდოვს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევში) ანდრეს ვენთერმა, კოტ დ'ივუარის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ერევანში) ფაგნიდი გნაგნო ფილიბერტმა, კუბის ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ბაქოში) მარსელო კაბალიერო ტორესმა, ფილიპინების ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარაში) პედრო ო.ჩანმა, კატარის სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარაში) აბდულრაზაკ აბდულჯალილ ალ-აბდულღანიმ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ერევანში) აჩალ კუმარ მალჰოტრამ.
აღნიშნულის გარდა, რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთ მოადგილე დავით ჯალაღანიასაც გადაეცა, რომელიც მან ბოსნია და ჰერცეგოვინის ელჩისგან საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარაში) დრაგოლიუბ ლიეპოისგან მიიღო.
ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრები, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.