დღეს, 4 დეკემბერს, პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. ამ მიზნით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიას ელოდებიან.
როგორც კომისიის აპარატში აცხადებენ, სხდომაზე ბარამიასგან დეპუტატები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გარდა, აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე საქმიანობასაც გაეცნობიან.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.