"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების" დაცვისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პატიმრები იმ ფაქტების თვითმხილველნი არიან, თუ როგორ შეჰყავთ მორგში მათივე თანასაკნელი დახოცილი ადამიანები.
"უკვე აქტუალურად მომწიფდა საკითხი, რომ საზოგადოება პარლამენტში ინიციატივით შევიდეს და ფართო ამნისტია მოითხოვოს. ფართო ამნისტია ნიშნავს, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, ნარკოტიკების გასაღება. დანარჩენ ყველა მუხლს მეტ-ნაკლებად მოიცავს. მაგალითად, პირობით სასჯელებს მთლიანად შეეხება და პატიმრებს აბსოლუტურად ათავისუფლებს ასეთი სასჯელებისგან. შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს უნახევრდება სასჯელი, ზოგს კი ერთი მესამედი შეეხება",_აცხადებს ნანა კაკაბაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, კონკრეტულად უცნობია, თუ რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია, რადგან საქართველოში პატიმრების ზუსტი რიცხვი არ არსებობს.