86 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი უორენ კრისტოფერი გარდაიცვალა.
კრისტოფერის გარდაცვალების მიზეზად ავთვისებიანი სიმსივნე სახელდება.
უორენ კრისტოფერს ბოლო სახელმწიფო თანამდებობა ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ეკავა.
მან კარიერა 1949 წელს იურისტად დაიწყო. 1967 წელს იყო აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილე. 1977 წელს დაინიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ. 1993 წელს კი კლინტონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნად.
1981 წელს კრისტოფერი პრეზიდენტმა კარტერმა ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი_თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.
უორენ კრისტოფერი აშშ-ის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და სამართლიან პოლიტიკოსად ითვლებოდა.