კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადია, ყოველწლიურად ასობით ადამიანი ახალგაზრდულ ასაკში იღუპება. ამას ემატება ციხეებში ნაადრევად გარდაცვლილებიც.
"ამ ადამიანებში ვგულისხმობ არა მარტო წამების შედეგად დაღუპულებს, არამედ მათაც, რომლებიც ტუბერკულოზის გამო დაიღუპნენ. ტუბერკულოზის არანორმალურად მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ციხეებში, რითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ დაავადების პრევენციისთვის",_აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილიმა.
მისი აზრით, ხელისუფლება შეგნებულად სჩადის ამას, რადგან რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცილოს თავიდან.
"ხელისუფლება ამ ადამიანების ნაწილს შეგნებულად იცილებს. მათთვის საზოგადოება მაღალი ტვირთია. ამ მხრივ ხდება საზოგადოების გაცხრილვა, მათი რაოდენობის შემცირება. მთლიანობაში, ამ ყველაფერს თანაბრად შეიძლება დაერქვას კატასტროფა, რომლის ერთადერთი წამალიც საზოგადოებს აქტიობაა",_აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ციხეებიდან ამ ადამიანების გამოყვანა და გათავისუფლება თითოეული ჩვენგანის ვალია.
"თუ მათ ვერ გავათავისუფლებთ, ჩათვალეთ, საქართველოსაც ვერ გავათავისუფლებთ. ზოგადად, მიდგომის შეცვლა უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება ქვეყანაში წვრილმანი დანაშაულისთვის ადამიანებს ათობით წელს აძლევდნენ პატიმრობისთვის, მაშინ, როცა მკვლელებს ან საერთოდ არ ხდიან მართლმსაჯულების ობიექტად, ან 3-4 წლის შემდეგ ათავისუფლებენ, ხშირ შემთხვევაში, სააკაშვილის უშუალო ხელშეკრულებით",_განაცხადა ჩხარტიშვილმა.