„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" „დემოკრატიული მოძრაობის" პრესამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს მართავს საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დაგეგმილია შეხვედრები, როგორც საფრანგეთის საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან.
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი საქართველოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.