ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი უნდა დაემორჩილოს გაეორს უშიშორების საბჭოს რეზოლუციას, ან მზად უნდა იყოს სამხედრო მოქმედებებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს უშოშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია განხილვას არ ექვედებარება.
ობამამ აღნიშნა, რომ კადაფისადმი ლოიალურმა საჯარისო ნაწილებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქებიდან უნდა დაიხიონ, ხოლო ხელუსუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების შესაძლებლობა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ თუ კადაფი არ დაემორჩილება რეზოლუციის მოთხოვნებს, მას სეროზული პრობლემები შეექმნება - "რეზოლუცია შესრულდება სამხედრო მეთოდებით".
მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია სერთაშორისო ძალისხმევის შედეგია.
"აშშ არ აპირებს ლიბიაში სახმელეთო ნაწილების გაგზავნას და ჩვენ არ ვაპირებთ ძალის გამოყენებას ზუსტად განსაზღვრული მიზნების ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ოპერაცია მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციას ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს.