დღეს, 19 მარტს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებს კინოთეატრი "საქართველო" უმასპინძლებს. ქართული მხატრული ფილმის "ერთხელ შუა ქალაქში" პრემიერას 150 ბავშვი დაესწრება.
ფილმი კომედიურ ჟანრშია გადაღებული და მთავარ როლებს სერიალ "შუა ქალაქის" გმირები ასრულებენ. ფილმის რეჟისორები გოჩა კორხელაური და დათო ჭაბაშვილი არიან.
კინოთეატრის ხელმძღვანელობა მსგავი აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.