დღეს, 19 მარტს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ზონის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდებიან. გალის სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ მაია მიმინოშვილი და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მიაწვდიან.
მოსწავლეები 2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, მიიღებენ რეკომენდაციებს თითოეულ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით.
გამოცდების ეროვნულ ცენტრს გალის რაიონიდან 30-ზე მეტი მოსწავლე და პედაგოგი ესტუმრება. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი დაესწრება.