იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა შესახებ მონაცემები კვლავ გაიზარდა. ქვეყნის პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია 6 911 ადამიანის დაღუპვის ფაქტი.
ყველაზე მეტი დაღუპილია მიიაგის პრეფექტურაში _ 4030 ადამიანი, ივეტეს პრეფექტურაში 2223 ადამიანი, ხოპლო ფუკუსიმასი 602 ადამიანი.
უგზო-უკვლოდ დაგარგულად მიიჩნევა 10 ათასზე მეტი ადამიანი.
იაპონიის პოლიციის განმარტებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები აღემატება 1995 წელს კობეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას. მაშინ კობეში მომხდარ მიწისძვრას 6 ათას 434 ადამიანი ემსხვერპლა.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა წყარო დაღუპულთა ბევრად მეტ რაოდენობას ასახელებს.