ქართველი პოეტისა და რომანისტის, დავით დეფი გოგიბედაშვილის მოთხრობა "დასასრულამდე" არჩეულია ევროპის საუკეთესო მოთხრობად და შეტანილია კრებულში "BEST EUROPEAN FICTION 2012"
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ამერიკულ გამოცემას ნობელის პრემიის კომიტეტის წევრი ალექსანდრე ჰემონი ადგენს. გამოცემის პრესრელიზში მითითებულია, რომ ბატონი ჰემონი დეფის ნაწარმოებს, "უძლიერესად და ბრწყინვალედ" მიიჩნევს.
წელს აპრილიდან ივნისამდე დავით დეფი გოგიბედაშვილი ამერიკაში იქნება. ის ნიუ-იორკის პოეტთა და რომანისტთა საზოგადოება "ლედიგ ჰაუსში" თავისი რომანების ნიუ-იორკში გამოცემის საკითხის განხილვას დაესწრება.
დავით დეფი გოგიბედაშვილი ამერიკელი საზოგადოების წინაშე წარსდგება სახელით დევიდ დეფი DAVID DEPHY.
დავით დეფი გოგიბედაშვილი, ზურაბ ლეჟავას შემდეგ, უკვე მეორე ქართველი მწერალია, რომლის ნაწარმოებიც ევროპის საუკეთესო მოთხრობების კრებულში მოხვდა.