25 მარტს, 12:00 საათზე საფრანგეთის საელჩო საქართველოში მსურველებს იწვევს სამთო-სამაშველო სწავლების დასრულების ცერემონიალზე დასასწრებად, რომელიც გუდაურში გაიმართება.
პროგრამაშია მთაში სამაშველო საქმიანობის ჩვენება, რომლის შემდეგ გაიმართება დიპლომების გადაცემის ცერემონიალი და კოკტეილი სწავლების დასრულების აღსანიშნავად.
ცერემონიალს დაესწრებიან მასმედიის წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნული ცერემონიით დასრულდება საფრანგეთის საელჩოს/შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული სატაჟირება "სამთო-სამაშველო საქმიანობა", რომელიც ჩატარდება საფრანგეთ-საქართველოს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ორმხრივი თანაშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
სტაჟირება ჩაატარებენ ფრანგი ექსპერტები, მეხანძრე-მაშველები: ბერნარ ჟანენი, მიშელ მარია და ოლივიე ვალორი.
სტაჟირებაში მონაწილეობს საქარველოს სხვადასხვა რეგიონის - სამეგრელო-ზემოსვანეთის, აჭარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოცამდე მაშველი. 5 დღის განმავლობაში ისინი შეისწავლიან თოვლიან ადგილზე სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას და სამაშველო ქმედებებს.