ირანული გამოცემა "ფარსის" ცნობით, ირანმა მსოფლიოში პირველი მფრინავი თეფში შექმნა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. როგორც იტყობინებიან, იგი იმდენად პატარაა, რომ შენობებში ფრენაც კი შეუძლია.
ირანს მფრინავი ობიექტის გამოყენება "სხვადასხვა მისიის" განხორციელებისთვის შეეძლება. მფრინავი თეფში ავტოპილოტსაც შეიცავს, ნავიგატორსაც და ხარისხიანი ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც აქვს.
ამასთან, კოსმიური პროგრამების განვითარების საქმეში დაინტერესებას ირანი არ მალავს. გასულ წელს ირანმა კოსმოსში გაუშვა რაკეტა, რომლის ბორტზედაც კუ, თევზები და ჭიაყელები იმყოფებოდნენ. ათი წლის შემდეგ ირანი კოსმოსში ადამიანის გაგზავნას გეგმავს.