პირველად თანამედროვე ჟურნალისტიკის ისტორიაში უახლეს ამბებს ინტერნეტით უფრო მეტი მომხმარებელი გაუჩნდა, ვიდრე გაზეთებით.
კვლევითი ცენტრის, Pew Protect Excellence in Jounalism-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 34% ახალ ამბებს ინტერნეტქსელით ეცნობა, 31 % კი - გაზეთებით.
უფრო ადრე, გამოკითხვების მიხედვით გაირკვა, რომ რეკლამის შემკვეთებიც ონლაინრეკლამას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან სულ უფრო მეტი კლიენტი იყენებს ინტერნეტს.