12 აპრილს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საკითხების საბჭო სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავს. ევროკავშირის საბჭოს პრესამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას წარადგენს.
სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის და რეგიონის ქვენების თანამშრომლობის საკითხი განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებულ კონფლიქტებს.