გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებული ოპერაცია ლიბიის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე თავის პრაქტიკულ სტადიაში შესაძლოა 20 ან 21 მარტს გადავიდეს. ობამას ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმები ლიბიის თავზე საჰაერო სივრცის ბლოკირებასთან დაკავშირებით და მოკავშირეთა თვითმფრინავები იქ შესაძლოა კვირას ან ორშაბათს გამოჩნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია ასევე აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ნორვეგიამ უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მზად არიან ლიბიის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად გამანადგურებლების ესკადრილიები გაგზავნონ. მზადყოფნის შესახებ განცხადება საფრანგეთმაც გააკეთა.
ნატოს მიერ სამხედრო-საჰაეროს ოპერაციის დაწყებამდე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაიწყო სადღეღამისო ოპერაცია ლიბიის საჰაერო სივრცეზე დაკვირვების საკითხში. ამასთან, ლიბიის სანაპიროებთან აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საბრძოლო გემები მობილიზდება. საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად მობილიზებულნი არიან ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალები, რომლებიც, შესაძლოა, ოპერაციის განხორციელებას კვირას შეუდგნენ.