ლიბიის ხელისუფლება ამბოხებულების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს წყვეტს და დიალოგის შესაძლო დაწყების შესახებ განცხადებას აკეტებს. მუამარ კადაფის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსა კუსამ გაახმოვანა.
ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების სააბჭოს რეზოლუციის შესაბამისად რათა უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაცლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 მისცა ხმა, წინააღმდეგი არ ერთი არ ყოფილა, ხუთმა კი თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ - რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და ბრაზილია.
რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას უფლებას აძლევს ლიბიის მიმართ ყველა საჭირო ზომა გამოიყენოს, თუმცა მასში არ არის უფლება ლიბიის მშვიდობიანი მოსახლების დაცვისათვის იქ სახმელეთო ჯარის გაგზავნისა.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია უახლოეს საათებში ლიბიაზე ავიაშეტევის დაწყების შესახებ