დიდი ბრიტანეთის უახლოეს საათებში თავის ავაგამანადგურებლებს ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების უზრუნველსაყოფ ოპერაციაში მონაწილეობისათვის გააგზავნის.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამეტში ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დევინ კემერონმა განაცხადა.
მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უერთდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით სანქცირებულ ოპერაციას, რათა ბოლო მოუღოს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ძალების შეტევას ქალაქ ბეგაზზე, სადაც ქვეყნის ოპოზიციაა გამაგრებული.
მისი განმარტებით, საუბარია ადამიანების დაცვაზე და გადარჩენაზე და არა „ლიბიის ახალი მთავრობის არჩევაზე".
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნატო ლიბიის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას მარტავენ.