ირანის ქრისტიანთა საიტზე არსებული ინფორმაციით, ამ დღეებში ირან-თურქეთის საზღვართან ქალაქ სალმასტის ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში ისლამის რევოლუციის დამცველებმა სპარსულ ენაზე გამოცემული დიდი რაოდენობის სახარება აღმოაჩინეს. ისლამის რევოლუციის დამცველებმა უკლებლივ ყველა სახარება ადგილზევე დაწვეს.
უფრო ადრე, 2010 წლის სექტემბერში ირანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ქვეყნის დასავლეთ რაიონში ნაპოვნი სახარებები ადგილზევე დაწვეს.
ამ დღეებში ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ვახიდ ხორასანმა ირანში ქრსტიანობის გავრცელების გამო შეშფოთება გამოთქვა. ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ქრისტიანობასა და არამუსულმანურ რელიგიებს მანკიერი უწოდა. ამასთან, აიათოლა ვახიდ ხორასანმა ქვეყნის ხელისუფლებისგან ამ პრობლემის მოგვარება მოითხოვა.