ჩრდლოკავკასიელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეღავათებით ისარგებლებენ.
აღნიშნული ინიციატივით დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური გამოვიდა.
მისი თქმით, პარლამენტი მზად არის კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების სწვალების ხელშეწყობა, რომ მათ შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ.
"გარდა სამეცნიერო დარგებისა, კარგი იქნება თუ ჩრდილოკავკასიელებს პოლიტიკურ მეცნიერებს შევთავაზებთ, ეს კი შედეგად მოგვცემს, რომ მომავალში ჩრდილოკავკასიაში ბევრი პროქართული ორიენტაციის პოლიტიკოსი იქნება", - აღნიშნა წიკლაურმა.
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტმა გივი ღამბაშიძემ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის ურთიერთობები ინტენსიური გახდა, ახალგაზრდების საქართველოში განათლების მისაღებად ჩამოსვლას ამ კუთხით დიდ მნიშვნელობა ენიჭება.
კავკასიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობების ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში 100-მდე ჩრდილოკავკასიელი სტუდენტი სწავლობს.