ნაქსოვი გამჭვირვალე კაბა, რომლითაც პრინც უილიამის საცოლე ქეით მიდლტონი მოდების საქველმოქმედო ჩვენებაზე თავს იწონებდა, აუქციონზე 78 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც 89 ათას ევროს შეადგენს.
აუქციონზე ვაჭრობა 17 მარტს ლონდონში შედგა. მიდლტონის კაბის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია. ამასთან, აუქციონზე გაიყიდა პრინც უილიამის დედის, პრინცესა დაიანას ორი კაბაც. მათი გაყიდვიდან 67 ათასი ფუნტი შემოვიდა.
კეიტ მიდლტონის კაბა, რომელიც 2002 წელს ჯერ კიდევ შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა შარლოტა როდმა დაამზადა. თავდაპირვეად ტანსაცმელი ჩაფიქრებული იყო, როგორც ქვედაბოლო. თუმცა საღამოს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ კეით მიდლტონი კაბაში უფრო კარგად გამოიყურებოდა.
ბრიტანულ პრესაში არაერთხელ აღნიშნულა, რომ სწორედ გამჭვირვალე კაბამ განაპირობა კეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ურთიერთობის განვითარება, რომელიც ქეითის გამოსვლით მოხიბლულა.
თავად დიზაინერი კი აცხადებს, თუკი კაბამ მართლაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქეითისა და უილიამის რომანის განვითარებაში, იგი საკუთარი მონაწილეობის გამო ბედნიერია.
პრინც უილიამმა და ქეით მიდლტონმა ჯვრისწერის შესახებ 2010 წლის ბოლოს გამოაცხადეს. ქორწილი 29 აპრილსაა დაგეგმილი. ცერემონია ვესტმისტერის სააბატოში შედგება.