იაპონიის ატომური მრეწველობის უსაფრთხოების სააგენტომ (NISA) "ფუკუსიმა-1"-ს საფრთის დონე ოთხიდან ხუთამდე გაზარდა. სულ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო შკალის მიხედვით 7 დონე არსებობს.
INES-ის შკალის მეხუთე დონე გულისხმობს ავარიას, როდესაც ხდება რეაქტორის ატომური ზონის, ან რადიაციული ბარიერების დაზიანება.
მეშვიდე დონე INES-ის შკალის არსებობის პრიოდში მხოლოდ 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას მიენიჭა.