ვეტერანთა კავშირი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში წარმომადგენლობით კრებას მართავს. კრებას ჯანდაცვის მინისტრი და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ესწრებიან. ანდრია ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ყველაზე დამსახურებული ნაწილია.
"ქრისტიან-დემოკრატები" ვეტერანებისთვის ყველა სოციალური შეღავათის აღდგენას ითხოვენ. გიორგი ახვლედიანის თქმით, ამ ადამიანებმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვეს სამშობლო და მათ სახელმწიფო დღეს არ აფასებს.
„2006 წელს, სრულიად გაუგებარი მოტივებით, ვეტერანებს ელემენტარული შეღავათებიც კი გაუუქმეს და დღეს შეღავათი მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტზე აქვთ. "ქრისტიან-დემოკრატებს" შეტანილი გვაქვს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ შეღავათების აღდგენას და მათი დაზღვევის უზრუნველყოფას ითვალისწინებს" - განაცხადა ახვლედიანმა.