საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებება იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იძენს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებასა და გაშენების რეგულირების, სარეკრაიციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესების განსაზღვრის უფლებამოსილებას.
ასევე საქართველოს პრეზიდენტს უფლება ექნება აღნიშნული უფლებამოსილებები განსაზღვრული ვადით, მოახდინოს დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველ ორგანოებზე.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე არიან.