თურქეთი ლიბიაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და წინააღმდეგია უცხო ქვეყნის შეჭრისა ამ სახელმწიფოში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" თურქეთის პრემიერ მინისტრის რეჟებ ტაიიპ ერდოღანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ნატომ ლიბიის წინაღმდეგ საერთაშორისო სამხედრო-საჰაერო ოპერაციის ჩასატარებლად მზადყოფნა ოფიციალურად უკვე გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოან ლუნგესკუმ დღეს გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაცლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 მისცა ხმა, წინააღმდეგი არ ერთი არ ყოფილა, ხუთმა კი თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ - რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და ბრაზილია.
რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას უფლებას აძლევს ლიბიის მიმართ ყველა საჭირო ზომა გამოიყენოს, თუმცა მასში არ არის უფლება ლიბიის მშვიდობიანი მოსახლების დაცვისათვის იქ სახმელეთო ჯარის გაგზავნისა.
აშშ-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუციას გამოიყენებს ქვეყნების კოალიცია, მათ შორის არაბული ქვეყნები, საფრანგეთი და დიიდ ბრიტანეთი ლიბიის შიგნით არსებული საჰაერო სამიზნეების დასაბომბად.
მასალის გამოყენების პირობები