ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო ძალების წინააღმდეგ საავიაციო დარტყმები რამდენიმე საათში დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის მთარობის პრეს-მდივანმა ფრანსულა ბარუენმა განაცხადა.
მისი განმარტებით, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას საფრანგეთის საჯარისო ნაწილები მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ლიბიის მოსახლეობის დასაცავად და ლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, სულ ათმა წევრმა, როდესაც რეზოლუციის მისაღებად საკმარისი იყო ცხრა ხმა.
თავი შეიკავა ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა.
სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს რიგმა ქვეყნებმა.