ნატო ლიბიის წინაღმდეგ საერთაშორისო სამხედრო-საჰაერო ოპერაციის ჩასატარებლად მზადაა. განცხადება ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოან ლუნგესკუმ დღეს გააკეთა.
"ნატოს ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია ცხადი აუცილებლობა ალიანსის მხრიდან მოქმედებების ჩატარებისათვის, მყარი რეგიონალური მხარდაჭერა და მკაფიო საკანონმდებლო ბაზა, ისე როგორც ეს ნატოს თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს. ამ სამი პირობის გათვალისწინებით ნატო მზადაა მოქმედებისათვის და მზადაა გახდეს ფართო საერთაშორისო ძალისმევის ნაწილი", _ განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაცლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 მისცა ხმა, წინააღმდეგი არ ერთი არ ყოფილა, ხუთმა კი თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ - რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და ბრაზილია.
რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას უფლებას აძლევს ლიბიის მიმართ ყველა საჭირო ზომა გამოიყენოს, თუმცა მასში არ არის უფლება ლიბიის მშვიდობიანი მოსახლების დაცვისათვის იქ სახმელეთო ჯარის გაგზავნისა.
აშშ-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუციას გამოიყენებს ქვეყნების კოალიცია, მათ შორის არაბული ქვეყნები, საფრანგეთი და დიიდ ბრიტანეთი ლიბიის შიგნით არსებული საჰაერო სამიზნეების დასაბომბად.