ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა ინგა გრიგოლიამ და ჯაბა სამუშიამ საკრებულოს წინ ბრიფინგი გამართეს და ერთიანი ქვითრით კომუნალური გადასახადების ამოღება გააპროტესტეს.
როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, მოძალადე ხელისუფლებამ ორი დღის წინ ერთიანი ქვითრების დარიგება დაიწყო, სადაც მითითებულია, რომ გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, მობინადრეებს ელექტროენერგიას ჩაუჭრიან.
გროგოლიას თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს სადამსჯელო ღონისძიებები, წინაღმდეგ შემთხვევაში, საერთო მღელვარებას მიიღებს.
"სანამ საკონსტრიტუციო სასამართლო "ქრისტიან-დემოკრატების" სარჩელის განხილვას არ დაიწყებს, მოვითხოვთ, ხელისუფლებამ ერთიანი ქვითრის სადამსჯელო ღონისძიების ამოქმედება შეაჩეროს",_განაცხადა გრიგოლიამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს მათი სარჩელის განხილვას, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატებმა" ორი თვის წინ შეიტანეს.
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ჯაბა სამუშიას თქმით, საერთო ქვითრის სადამსჯელო ღონისძიებების გატარებამ მოსახლეობასა და თელასის თანამშრომლებს შორის პირველი დაპირსპირება უკვე გამოიწვია.
"ე.წ. ინტკასატორებს სცემს გლდანში, ნაძალადევში. მოსახლეობის პროტესტი აშკარაა. ამ ქვითრით მერიამ აღიარა, რომ არ შეუძლია დასუფთავებს სამსახურის საქმიანობა განახორციელოს. სინამდვილეში კი, დასუფთავება მერიის სამსახურის პრეროგატივაა",_აღნიშნა სამუშიამ.