ამ დროისათვის დაზუსტებული მონაცემებით იაპონიაში 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილად ითვლება 6 ათას 539 ადამიანი. 10 ათას 354 ადამიანის ბედი გაურკვეველია.
შესაბამის ინფორმაციას იაპონიის პოლიცია ავრცელებს.
იაპონიის პოლიციის განმარტებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები აღემატება 1995 წელს კობეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას. მაშინ კობეში მომხდარ მიწისძვრას 6 ათას 434 ადამიანი ემსხვერპლა.
უნდა აღინიშნოს რომ სხვადასხვა წყაროები დაღუპულთა ბევრად მეტ რაოდენობას ასახელებენ.