"ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის შემთხვევები შემცირდა. თუმცა თურქეთში ისევ ფიქსირდება. გარდა ამისა, იყო ცალკეული შემთხვევები, რომლებიც ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ეხებოდა, როცა ეგვიპტეში ბედუინებმა ქართველები გაიტაცეს. ისინი სამშობლოში ორ ნაკადად დაბუნდნენ_ ჯერ ხუთი ადამიანი, ერთი თვის შემდეგ კი მეექვსე ქართველი, ახალგაზრად მამაკაცი დაბრუნდა",_აღნიშნა მიგრაციის საერთაშორო ორგანიზაციის წარმარმომადგენელმა მარკ ჰულსტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
"ორივე შემთხვევა ჩვენმა ორგანიზაციამ დააფინანსა. მათგან სამი ადამიანი სარეინტეგრაციო ღონისძიებებში მონაწილეობს, რაც გულისხმობს ამ ადამიანების დახმარებას მცირე ბიზნესის განვითარებაში. მათგან ერთი გოგონა სტილისტი გახდა და სალონში მუშაობს",_განაცხადა ჰულსტმა.
ჰულსტის ცნობით, ტრეფიკინგის შემთხვევები სხვადასხვა ფაქტორის გამო შემცირდა: ხალხი უფრო ინფორმირებული გახდა და ადვილად აღარ ენდობა ცალკეულ საშუამავლო ფირმებს. მართალია, თურქეთში ოჯახის ძიძის სტატუსში მიმავალ ქართველებს პრობლემები ექმნებათ, მაგრამ იურიდიული განმარტებით, ეს პრობლემები არ კვალიფიცირდება როგორც ტრეფიკინგი.