ბერლინის საიუბილეო კინოფსტივალის ჟიურის თავმდომარე ვერნერ ჰერცოგი იქნება. ბერლინის მე-60, საიუბილეო კინოფსტივალი 11 თებერვალს გაიხსნება და 21 თებერვლამდე მაყურებელს მრავალ ახალ ფილმსა თუ რეტროსპექტივას შესთავაზებს.
ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია. მსოფილო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოფორუმის ფარგლებში გაიმართება რეტროსპექტივა " Play it again ", რომელშიც შევა საკონკურსო პროგრამაში, " Panorama "-ში, "Fორუმ"-სა და " Generation " -ში მონაწილე ფილმები. ფილმებს რეტროსპექტივისთვის ბრიტანელი კრიტიკოსი დევიდ ტომსონი შეარჩევს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა საიუბილეო საკონკურსო პროგრამის ჟიურის თამჯდომარეც დაასახელს. მას გერმანელი რეჟისორი, საავტორო ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ვერნერ ჰერცოგი უხელმძღვანელებს.
ჰერცოგს თავისი კარიერის განმავლობაში 50-ე მეტი მხატვრული და დოკუმეტრური ფილმი აქვს გადაღებული.
მისი სადებიუტო ნამუშევარი "სიცოცხლის ნიშნები" თავის დროზე საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ბერლინალეს "ვერცხლის დათვით" დაჯილდოვდა.