საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. საუბრის მთავრი თემა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.
ვაშაძემ რასმუსენთან დეტალურად განიხილა სამოქმედო გეგმა და ის ვალდებულებები, რომელიც ალიანსმა საქართველოს დააკისრა.
"ბატონი გენერალური მდივანი მოსკოვში მიბრძანდება, სადაც პრიორიტეტულ საკითხებში საქართველოს პრობლემატიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდაზე, რომელსაც თავისუფალი სამყარო აბარებს ახლა ავღანეთში. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ყველა წევრი ქვეყნის სახელით მან მადლობა გადამიხადა საქართველოს წვლილზე ავღანეთის ოპერაციებში. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ვალდებულებებზე, რომელსაც რუსეთი, სამწუხაროდ, დღემდე არ ასრულებს", - განუცხადა ვაშაძემ რასმუსენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.