ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო ისეთ მედიკამენტებს აფინანსებს, რომლებიც ხარჯეფექტური არ არის.
"სახელმწიფო დაზღვევაში ხელისუფლების მოქმედება არის არათანმიმდევრული და არაგონივრული. რადგან მათ მიერ შემუშავებული გეგმის მიხევით დაფინანსებული მედიკამენტების ნახევარზე მეტი არ არის ხარჯეფექტური და ამის გათვალისწინებით, დაუშვებელია, მთელი რიგი პრეპარატები მოხდეს სახელმწიფო დაფინანსებაში", - აღნიშნა "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთიანობა საზოგადოების განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა თინათინ ტურძელაძემ.
მისი შეფასებით, ზოგადად წამალი ძალიან ძვირია, ის მოსახლეობისთვის ყოველთვის ხელმიუწვდომელი იქნება და ამიტომ აუცილებელია სადაზღვეო სისტემის არსებობა და მისი განვითარება.
"მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ფულით იხარჯება ისეთ პრეპარატებზე, როგორც არის ვალოკორდინი, ნოშპა, ვალოდოლი - ეს არ არის შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა. სადაზღვეო კომპანიები ცდილობენ იაფი წამლები შეიტანონ პაკეტში, რაც მკურნალობის დროს ხარჯეფექტური არ არის", - აღნიშნა ტურძელაძემ და დასძინა, რომ აუცილებელია მოხდეს დაანგარიშება, რა ჯდება კონკრეტული დაავადების მკურნალობა და ამის მიხედვით გაწეროს ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი გეგმა.
"მიმაჩნია, რომ არახარჯეფუქტერ წამლებზე გამოყოფილი თანხა არის წყალში გადაყრილი ფული", - აღნიშნა ტურძელაძემ.