ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამის შესახებ აპატურაიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება. ორივე შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან გაჟღერდება ძლიერი მესიჯი, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი. ეს მაშინ მოხდება, როცა ისინი შესაბამის სტანდარტებს მიაღწევენ. საუბარი გვექნება ეროვნულ ყოველწლიურ პროგრამაზე და იმაზე, როგორ ასრულებელ მას ეს ქვეყნები", - განაცხადა აპატურაიმ.
მისი განმარტებით, ნატო პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და "ამ პრინციპიდან უკან არ დაიხევს".
მან ავღანეთის სამშვიდო ოპერაციაში მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.