შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოწმებული იქნა ნავთობ-ქიმიური მზიდი „ALFA MARMARA".
შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანის ფაქტი. კერძოდ, არასწორი ჩანაწერები აღმოჩნდა სახომალდო ნაგვის და სამანქანო განყოფილების ნავთობის ოპერაციების ჟურნალებში.
პასუხისმგებელ პირთა მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 59-ე მუხლის შესაბამისად. კონვენციური ინსპექციის მიერ სამართალდამრღვევები 300-300 ლარით დაჯარიმდნენ.