კანონპროექტში `სარჩევნო კოდექსში~ ცვლილების შეტანის შესახაბ უკვე ცალკე მუხლად გაფორმდება პრინციპი, რომ დეპუტატს უფლებამოსილების შეწვყვეტის გარეშე შეეძლება ადგილობრივი თვითმმართთელობის არჩევნებში მონაწილეობა.
ეს პრინციპი აქამდე მხოლოდ კანონპროექტის განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული და რამდენიმე დღის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას დაპირდა. რომ ამ თემაზე მსჯელბა გაიმართებოდა.
ხელისუფლების და ოპოზიციის დახურული შეხვედრა დღეს პავლე კუბლაშვიდთან გაიმართა და როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ხელისუფლება, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ პრინციპის დათმობას არ აპირებს და ეს ნორმა უკვე კანონში აისახება.