რუსეთ-ნატოს საბჭოს მუშაობა კვლავ კონსტრუქციულ კალაპოტში დაბრუნდა. ეს განცხადება დღეს რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა გააკეთა. "ყველა ბლოკირება და პროტესტი დეზავიურებულია",_ აცხადებს როგოზინი და დასძებს, რომ რუსეთისათვის ყველა პრიციპულად მნიშვნელოვანი შესწორებები მიღებული.
"სამი დოკუმენტი, რომელთაგანაც ერთი 2010 წლის სამუშაო პროგრამაა, მეორე მომავალი საფრთხეების მიმოხილვა და რუსეთ-ნატოს საბჭოს მუშაობის სრულყოფა და მისი სტრუქტურის შეცვლაა ამჟამად "მდუმარების" რეჟიმში იმყოფება",_ განაცხადა როგოზინმა და განმარტა, რომ "მდუმარების" რეჟიმი ნიშნავს, რომ "თუკი დღევანდელი დღის ბოლომდე არც ერთი ქვეყანა არ დაარღვევს ამ პროცედურას, მაშინ ეს დოკუმენტები იქნება საბოლოო ვარიანტი და საგარეო საქმეთა მინისტრების ხვალინდელ შეხვედრაზე სწორედ ამ სახით იქნებიან მიღებულნი".