ამერიკელმა მეცნიერებმა ორბიტაზე კოსმიურ ნარჩენებთან ბრძოლა ლაზერის გამოყენებით გადაწყვიტეს. სხვადასხვა კვლევით, დღესდღეობით დედამიწის ორბიტაზე 600 ათასამდე ობიექტია, რომლის დიამეტრიც ერთი სანტომეტრიდან იწყება. მინიატურული ზომის მიუხედავად, სწრაფი მოძრაობის გამო ეს ობიექტები სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენენ თანამგზავრებისა და პილოტირებული ექსპედიციებისთვის.
1990-იან წლებში ნასას მეცნიერებმა სპეციალური სქემა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, კოსმიური ნარჩენები ლაზერის სხივით უნდა დასხივებულიყო. ობიექტთა ნაწილობრივ აორთქლებას მოძრავი ძალა უნდა შეექმნა, რომელიც ნარჩენების ფრაგმენტს შეანელებდა და მას ორბიტაზე შეამცირებდა.
თუმცა ეს გეგმა თეორიის დონეზე დარჩა, რადგან მსგავსი ლაზერი მხოლოდ თანამგზავრთა განადგურებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ.
ამჟამად კი სპეციალისტებმა მისი პრაქტიკულად განხორციელება გადაწყვიტეს. ერთი საათის მანძილზე 5 კილოვატის სიმძლავრის ლაზერით მცირეოდენი კოსმიური ნარჩენის დასხივება ობიექტს მოძრაობის ტრაექტორიას შეუცვლის. ამგვარად, ერთი დღის განმავლობაში, ერთი ასეთი სიმძლავრის ლაზერს შეუძლია ორბიტიდან ათობით ნარჩენი შეამციროს. თუმცა ერთი მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით მილიონი დოლარია.
დღესდღეობით მრავალმა ქვეყანამ კოსმიურ ნარჩენებთან ბრძოლის სისტემა შეიმუშავა. მაგალითად, იაპონიის კოსმიურმა სააგენტომ მეთევზეთა ბადის მწარმოებლებთან გააფორმა კონტრაქტი. ამ კომპანიამ კი შექმნა მეტალური ბადის ქსოვის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც სპეციალურ თანამგზავრზე მაგრდება. სწორედ ამ ბადეში მოიყრის თავს კოსმიური ნარჩენები.