კომპანია "ბერტას" გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის თქმით, ივლისიდან საწარმო შამპუნის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"როგორც წესი, უცხოური შამპუნები ქართული წყლის სპეციფიკის გათვალისწინებით არ იქმნება. ამიტომ შამპუნის წარმოებისას ქართული წყლის სიხისტესაც გავითვალისწინებთ. ამ ნიუანსების შესწავლის შემდეგ ისეთ შამპუნს მივიღებთ, რაც ნაკლებად დაიხარჯება და ქართულ წყალთანაც მისადაგებული იქნება", _ განაცხადა სულხანიშვილმა.
სულხანიშვილის თქმით, "ბერტაში" 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. თავდაპირველად კომპანიის მშენებლობა ლილოში იგეგმებოდა, თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქარხნის აშენება ლილოში გადაწყდა.
"ეს კომპანია მსოფლიო ბრენდების გათვალისწინებით შეიქმნა. თითოეულ საწარმოს დამოუკიდებელი ლაბორატორია აქვს, რომელიც ევროპელი და ქართველი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. პროდუქცია აქ მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს გადის, რომელიც ევროპელი და ქართველი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული", _ აღნიშნა სულხანიშვილმა.
კომპანია "ბერტას" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არსებულ ქსელებში გაყიდიან პროდუქციას, შემდგომ კი საკუთარი ქსელიც ექნებათ, რადგან ამას დამატებითი ინვესტიცია სჭირდება.
"ცოცხალ პროდუქციას მივაწვდით მომხმარებელს, რაც საშუალო და პრემიალურ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ამასთან, იაფფასიანი პროდუქციაც გვექნება.