აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება გემზე თავდასხმის შესახებ, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ჩემი მითითებით, ომის მდივანმა ბრძანა სასიკვდილო კინეტიკური დარტყმის განხორციელება გემზე, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აშშ-ის სამხრეთ სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში,“ - წერს ტრამპი.
ტრამპის განცახდებით, დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ჩართული და ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილ მარშრუტს მიჰყვებოდა.
მისი თქმით, დარტყმის შედეგად გემზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამერიკელი ჯარისკაცები არ დაშავებულან.