თბილისსა და რუსთავს შორის სამარშუტო ტაქსების მოძრაობა დარეგულირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შეიდის "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, სოციალურ ურთიერთდაკავშირებულ მიმდებარე თვითმართველ ქალაქებში, რომელთა შორის მანძილი 50 კმ-ზე ნაკლებია და როგორც წესი მგზავრნაკადი დიდია, მგზავრთა ეფექტიანი მომსახურების მიზნით რეგულარული საავტომობილო და სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება და მართვა განხორცილდება ქალაქების ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ დადებული შეთანხმებების საფუძველზე.
როგორც რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტში განმარტავენ, ცვლილება მხოლოდ რუსთავსა და თბილისს შეეხება, რადგან თვითმმართველი ქალაქები, რომელთა შორის მანძილი 50 კმ-ზე ნაკლებია, მხოლოდ თბილისი და რუსთავია.
კანონპროექტის ავტორი თვითმმართველობების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძეა.