"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა დღეს იაპონელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს და საქართველოში იაპონიის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს. გიორგი თარგამაძეს, გიორგი ახვლედიანს. ლევან ვეფხვაძეს, ინგა გრიგოლიას და გიორგი რუხაძეს მადლობა ელჩის მოადგილემ გადაუხადა.
„თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ამ ტრაგიკულ დღეებში ჩვენ გადავწყვიტეთ თანადგომა გამოვუცხადოთ იაპონელ ერს. იაპონიის საელჩო საქართველოში ბევრ კეთილშობილურ საქმეს უანგაროდ აკეთებს, ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ აქ მოვსულიყავით და თანაგრძნობა გამოგვეცხადებინა საელჩოს თანამშრომლებისთვის" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.