აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოხატავს 11 მარტს იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურებით გამოწვეული ტრაგედიის გამო.
"შეუძლებელია გულგრილი იყო იმ უბედურების მიმართ, რომელიც თქვენს ქვეყანას დაატყდა თავს. სტიქიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, დაიკარგა ასობით მოქალაქე და უდიდესი ზარალი მიადგა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას. თანაგრძნობას ვუცხადებთ იაპონიის მთავრობას, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ამ დიდი განსაცდელის ჟამს ვდგავართ იაპონელი ხალხის გვერდით", _ ნათქვამია წერილში.