პარიზის გარეუბანში მომხდარ ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქე ცოლ-ქმარი 32 წლის თამაზ დალოიანი და 27 წლის დიანა დალოიანი ემსხვერპლნენ. ცოლ-ქმარი საფრანგეთში საცხოვრებლად 6 წლის წინ გაემგზავრა.
ტელეკომპოანია "იმედის" ინფორმაციით, დალოიანების საცხოვრებელ სახლში თბილისში, ვარკეთილში შეკრებილი ოჯახის წევრები არ აკონკრეტებენ, როგორ მოხდა უბედური შემთხვევა დილის 04:00 სათზე.
უბედურ შემთხვევას სულ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედ დიანა დალოიანის ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ამ სახლში. მათთან ერთდ საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდა მათი ორი მცირეწლოვანი შვილი, 8 წლის თენგიზი და 10 წლის მარინა დალოიანები, ისინი გადარჩნენ და ამ წუთში საავადმყოფოში იმყოფებიან.
თამაზ და დიანა დალოიანები რამდენიმე წლის წინ გაემგზავნენ საფრანგეთის დედაქალაქში, სადაც მუშაობდნენ. მათ სავარაუდოდ, ოთხშაბათს გადმოასვენებენ..
შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას პარიზში საერთო საცხოვრებლის ძველი სასტუმროს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, ძველმა სადენებმა გამოიწვია.