სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსების ხარჯვით ნაწილს მთავრობის მიერ დანიშნული კანცლერი გააკონტროლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში.
"უნივერსიტეტებს ექნებათ კიდევ უფრო მოქნილი ფინანსური რეგულაციის მექანიზმები, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში ეს ეხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს დაწესებულებს. სტუდენტზე იხარჯება სახელმწიფოს გრანტი. ამიტომ სახელმწიფოს ექნება კონტროლის მექანიზმები", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ რეგენთა საბჭო შეიქმნება, რომელიც დანიშნავს კანცლერს.
"რეგენთა საბჭო სახელმწიფო უნივერსიტეტს ბიუჯეტს დაუმტკიცებს და მის ხარჯვით ნაწილზე კონტროლს განახორციელებს", - განმარტა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.